https://sputnik-georgia.com/20250610/sss-si-sakadro-cvlilebebi-ganxorcielda-293700754.html
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - ვის შეეხო ცვლილება
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - ვის შეეხო ცვლილება
Sputnik საქართველო
მაისის ბოლოს თანამდებობა დატოვა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის გელა გელაძემ შეცვალა. 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T10:44+0400
2025-06-10T10:44+0400
2025-06-10T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ოფიციალური განცხადება უწყებამ გაავრცელა.მაისის ბოლოს თანამდებობა დატოვა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის გელა გელაძემ შეცვალა.გელაძის დანიშვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა, მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა. აგრეთვე თანამდებობა შს მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემაც დატოვა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ის დღეს მარიამ ტაბატაძემ შეცვალა.მარიამ ტაბატაძის გარდა, შს მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე როლანდ მესხი, ასევე ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და შალვა თადუმაძე.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი შეცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება, განაცხადეს უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - ვის შეეხო ცვლილება
10:44 10.06.2025 (განახლებულია: 12:00 10.06.2025) მაისის ბოლოს თანამდებობა დატოვა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის გელა გელაძემ შეცვალა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ოფიციალური განცხადება უწყებამ გაავრცელა.
მაისის ბოლოს თანამდებობა დატოვა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის გელა გელაძემ შეცვალა.
გელაძის დანიშვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა, მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა. აგრეთვე თანამდებობა შს მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემაც დატოვა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. ის დღეს მარიამ ტაბატაძემ შეცვალა.
მარიამ ტაბატაძის გარდა, შს მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე როლანდ მესხი, ასევე ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და შალვა თადუმაძე.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი შეცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება, განაცხადეს უწყებაში.