https://sputnik-georgia.com/20250610/sapensio-aqtivebi-saqartvelosi-maisis-statistika-293706903.html
საპენსიო აქტივები საქართველოში: მაისის სტატისტიკა
საპენსიო აქტივები საქართველოში: მაისის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული. 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T16:56+0400
2025-06-10T16:56+0400
2025-06-10T16:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_05f0c4cbb85670eeaf09b9791d960152.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 30 მაისის მდგომარეობით, 6,9 მლრდ ლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი. ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. აქედან 19.640 ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 83,8 მლნ ლარი შეადგინა. სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის მაისში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1, 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში გლობალური ბაზრების ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა დინამიკურ პორტფელზე და მაისის თვის ამონაგებმა წინა თვესთან შედარებით 2,42% შეადგინა. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1,84% და 1,25% იყო. რაც შეეხება 2023 წლის 6 აგვისტოდან 30 მაისის ჩათვლით პერიოდს, ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12,3% და 11,4% იყო. უწყების ცნობით, პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა. მაისის მდგომარეობით, დინამიკურ პორთფელში აქციების წილი – 47,9%, დაბალანსებულში – 30,3%, ხოლო კონსერვატიულში – 16,3%. დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c800ec42fbae8048b576caa90caf2d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში
საპენსიო აქტივები საქართველოში: მაისის სტატისტიკა
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 30 მაისის მდგომარეობით, 6,9 მლრდ ლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. აქედან 19.640 ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 83,8 მლნ ლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის მაისში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1, 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საანგარიშო პერიოდში გლობალური ბაზრების ზრდა განსაკუთრებით პოზიტიურად აისახა დინამიკურ პორტფელზე და მაისის თვის ამონაგებმა წინა თვესთან შედარებით 2,42% შეადგინა. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1,84% და 1,25% იყო.
რაც შეეხება 2023 წლის 6 აგვისტოდან 30 მაისის ჩათვლით პერიოდს, ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12,3% და 11,4% იყო.
უწყების ცნობით, პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა. მაისის მდგომარეობით, დინამიკურ პორთფელში აქციების წილი – 47,9%, დაბალანსებულში – 30,3%, ხოლო კონსერვატიულში – 16,3%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.