ირაკლი კობახიძე ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2025
გამოწერა
მთავრობის მეთაური მილანში საქართველოს საკონსულოს გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაური მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 11 მაისს.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2025
თბილისის მერი მილანში იმყოფება
იტალიაში საქართველოს საელჩო 1994 წელს გაიხსნა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ რომმა თავისი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 18 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება და სხვ. 2004 წლიდან პერიოდულად ტარდება ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები. ეკონომიკის პერსპექტიული და პრიორიტეტული დარგებია მშენებლობა, კულტურა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.
თბილისში 2006 წელს დაფუძნდა „დანტე ალიგიერის" საზოგადოება, რომლის მიზანია იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ხოლო 2010 წელს რომში, ვილა ბორგეზეს პარკის ხეივანში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი.
იტალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0