https://sputnik-georgia.com/20250610/gorsi-47-wlis-kacma-tanasofleli-mokla-293703738.html
გორში 47 წლის კაცმა თანასოფლელი მოკლა
გორში 47 წლის კაცმა თანასოფლელი მოკლა
Sputnik საქართველო
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T15:46+0400
2025-06-10T15:46+0400
2025-06-10T15:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. გამოძიების მიხედვით, მომხდარს წინ წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაჭრა თანასოფლელი - 47 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გორი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გორი
გორში 47 წლის კაცმა თანასოფლელი მოკლა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გორში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. გამოძიების მიხედვით, მომხდარს წინ წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაჭრა თანასოფლელი - 47 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.