https://sputnik-georgia.com/20250609/saqartvelos-cinetidan-delegacia-estumra-293697597.html
საქართველოს ჩინეთიდან დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს ჩინეთიდან დელეგაცია ესტუმრა
Sputnik საქართველო
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ორი ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია გაიმართა. 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T20:38+0400
2025-06-09T20:38+0400
2025-06-09T20:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_0:78:1600:978_1920x0_80_0_0_f872af801700d376675618827687d11c.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა, იუწყება სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში 15 ჩინური და 40-მდე ქართული კომპანია მონაწილოებდა, რომლეიბიც წარმოადგენდნენ შემდეგ სექტორებს: მდგრადი ენერგეტიკა და ინჟინერია, სტრატეგიული ინვესტიციები, ბიზნეს სექტორის საკონსულტაციო სერვისები, ინდუსტრიული განვითარება და მრეწველობა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, კონფერენციას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ღონისძიება გახსნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნის პროვინიცის თავმჯდომარემ, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს გუანდუნის პროვინციის კომიტეტის (CPPCC) თავმჯდომარემ და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ორმხრივი ბიზნეს-გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, რის შემდეგაც ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის B2B ფორმატის შეხვედრებიც გაიმართა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოსა და ჩინეთის გუანდუნის პროვინციის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც განახლდა. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე). 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280618199_98:0:1503:1054_1920x0_80_0_0_8ea776338391a0e5915fdc0e560d37b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ჩინეთიდან დელეგაცია ესტუმრა
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ორი ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია გაიმართა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა, იუწყება სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში 15 ჩინური და 40-მდე ქართული კომპანია მონაწილოებდა, რომლეიბიც წარმოადგენდნენ შემდეგ სექტორებს: მდგრადი ენერგეტიკა და ინჟინერია, სტრატეგიული ინვესტიციები, ბიზნეს სექტორის საკონსულტაციო სერვისები, ინდუსტრიული განვითარება და მრეწველობა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, კონფერენციას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს გუანდუნის პროვინიცის თავმჯდომარემ, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს გუანდუნის პროვინციის კომიტეტის (CPPCC) თავმჯდომარემ და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა.
„ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. დღეს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშეა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება — თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, უვიზო რეჟიმმა და მჭიდრო პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქართულ-ჩინური ბიზნეს-კავშირების განვითარებას და, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი და სხვა", - განაცხადა გიორგი პერტაია.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ორმხრივი ბიზნეს-გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, რის შემდეგაც ჩინურ და ქართულ კომპანიებს შორის B2B ფორმატის შეხვედრებიც გაიმართა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოსა და ჩინეთის გუანდუნის პროვინციის სავაჭრო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც განახლდა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.