https://sputnik-georgia.com/20250609/kaxetsi-sesazloa-daculi-teritoriebis-raodenoba-gaizardos-293691218.html
კახეთში შესაძლოა დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს
კახეთში შესაძლოა დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს
Sputnik საქართველო
საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა 09.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-09T12:32+0400
2025-06-09T12:32+0400
2025-06-09T12:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
დაცული ტერიტორიების სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825807_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_611a5a6e7d4a9f3be6b089c0ad8d1f43.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასების მიზნით სამუშაო ჯგუფი საველე სამუშაოებს ახორციელებს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების — ზიარის, ფხოველის, ჩუმლაყისა და ჭერემის ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტისა და სხვა ბუნებრივი ფასეულობების შესასწავლად. კვლევითი სამუშაოები დაახლოებით 20.000 ჰექტარზე განხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საველე სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები არიან ჩართული. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა). მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825807_99:0:1700:1201_1920x0_80_0_0_d5f9c584746894f85da2b29ef977170e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, დაცული ტერიტორიების სააგენტო
კახეთში შესაძლოა დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს
საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასების მიზნით სამუშაო ჯგუფი საველე სამუშაოებს ახორციელებს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების — ზიარის, ფხოველის, ჩუმლაყისა და ჭერემის ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტისა და სხვა ბუნებრივი ფასეულობების შესასწავლად. კვლევითი სამუშაოები დაახლოებით 20.000 ჰექტარზე განხორციელდება.
„დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საველე სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები არიან ჩართული.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).
მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.