https://sputnik-georgia.com/20250608/rogor-musaobs-saqartvelosi-bunebrivi-katastrofebis-adreuli-gafrtxilebis-sistema-293685390.html
როგორ მუშაობს საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემა
როგორ მუშაობს საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემა
Sputnik საქართველო
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი აშშ დოლარია. 08.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-08T11:13+0400
2025-06-08T11:13+0400
2025-06-08T11:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
სტიქიური მოვლენები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247581_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_1b2be46d801ddf8bbafeb6e52164050f.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესებას, რისთვისაც ზრდის მეტეოსადგურების და წყალდიდობების პროგნოზირების სისტემების რაოდენობას, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიური უბედურებების ადრეული გაფრთხილების საკითხზე ყურადღება გაამახვილა 2023 წლიდან, როდესაც 3 აგვისტოს შოვის კურორტზე მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა.2025 წლის მაისის მონაცემებით, ფუნქციონირებს 255 ერთეული მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა დაკვირვების პუნქტი.მომზადდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა, თოვლის ზვავები, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი და ღვარცოფი) რუკები საქართველოს 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის და მიმდინარეობს ვალიდაციის პროცესი.ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის დახმარებით, მიმდინარეობს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დანერგვის სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მონაცემთა შეგროვების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილებების გავრცელების სისტემები.საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, დასრულდა საქართველოს მყინვარებზე ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენის პირველი ეტაპის სამუშაოები.მეორე ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებულ ცხელ წერტილებზე მოსალოდნელი საფრთხეების დეტალური შეფასება და, საპრევენციო ღონისძიებების გატარების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება.2018 წელს საქართველოში ამოქმედდა მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. საქართველოს მთავრობამ ის დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.პროექტის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი აშშ დოლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247581_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_5d65ecf2eba16787853ac99f7b5d99d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სტიქიური მოვლენები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სტიქიური მოვლენები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
როგორ მუშაობს საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემა
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი აშშ დოლარია.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესებას, რისთვისაც ზრდის მეტეოსადგურების და წყალდიდობების პროგნოზირების სისტემების რაოდენობას, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
საქართველოს ხელისუფლებამ სტიქიური უბედურებების ადრეული გაფრთხილების საკითხზე ყურადღება გაამახვილა 2023 წლიდან, როდესაც 3 აგვისტოს შოვის კურორტზე მეწყერმა 33 ადამიანი იმსხვერპლა.
2025 წლის მაისის მონაცემებით, ფუნქციონირებს 255 ერთეული მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა დაკვირვების პუნქტი.
მომზადდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა, თოვლის ზვავები, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი და ღვარცოფი) რუკები საქართველოს 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის და მიმდინარეობს ვალიდაციის პროცესი.
„ეს რუკები ხელს შეუწყობს სტიქიისადმი მოწყვლადი არეალების იდენტიფიცირებასა და ზეგავლენაზე დაფუძნებული გაფრთხილებების გავრცელებას. · წყალდიდობის პროგნოზირების სისტემა დაინერგა დასავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის. მიმდინარეობს წყალდიდობის პროგნოზირების სისტემის დანერგვის სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.
ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის დახმარებით, მიმდინარეობს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დანერგვის სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მონაცემთა შეგროვების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილებების გავრცელების სისტემები.
საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, დასრულდა საქართველოს მყინვარებზე ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენის პირველი ეტაპის სამუშაოები.
მეორე ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებულ ცხელ წერტილებზე მოსალოდნელი საფრთხეების დეტალური შეფასება და, საპრევენციო ღონისძიებების გატარების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება.
2018 წელს საქართველოში ამოქმედდა მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. საქართველოს მთავრობამ ის დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი აშშ დოლარია.