იმერეთში ინდოეთის მოქალაქე მარიხუანას რეალიზაციისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / საპატრულო პოლიცია ქუთაისში
საპატრულო პოლიცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2025
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ქუთაისის პოლიციამ ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
23 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ ინდოეთის მოქალაქისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და ამ შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0