https://sputnik-georgia.com/20250608/1-oqtombridan-martvis-mowmobis-asarebad-gamocda-kidev-ufro-gamkacrdeba-293685059.html
საქართველოში 1 ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდა კიდევ უფრო გამკაცრდება
საქართველოში 1 ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდა კიდევ უფრო გამკაცრდება
Sputnik საქართველო
ამჟამად ამ კატეგორიების მძღოლები აბარებენ მხოლოდ თეორიის გამოცდას და პრაქტიკულ გამოცდას სპეციალურ მოედანზე. 08.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-08T10:29+0400
2025-06-08T10:29+0400
2025-06-08T10:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714431_0:0:3181:1790_1920x0_80_0_0_9fe8c670aa46083700a38898e3b17771.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მისაბმელიანი სატვირთოს და ავტობუსების მართვის მოწმობის მიღების მსურველებს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებში მოუწევთ, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.განხორციელებული ნორმატიული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, ასევე რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ამოქმედდება „CE“, „DE“ კატეგორიებისა და „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლადაც.ამჟამად ამ კატეგორიების მძღოლები აბარებენ მხოლოდ თეორიის გამოცდას და პრაქტიკულ გამოცდას სპეციალურ მოედანზე.საქართველოში მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლის ასაკიდან, ამასთან 16 წლის ასაკში მხოლოდ მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობა გაიცემა.17 წლის ასაკიდან უკვე მართვის მოწმობა გაიცემა 125 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები ძრავის მოტოციკლის, მგზავრების გადაყვანის უფლების გარეშე მსუბუქი ავტომობილის, ტაქსის მუშაობის უფლების გარეშე და ასევე ტრაქტორის მართვისთვის.საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე - მოედანზე მანევრების განხორციელება, მესამე ეტაპი - მანევრების განხორციელება ქუჩაში, რეალურ პირობებში.მართვის მოწმობის მიღება შესაძლებელია სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714431_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_6386022a79b5e00d737891d75523a0ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
საქართველოში 1 ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდა კიდევ უფრო გამკაცრდება
ამჟამად ამ კატეგორიების მძღოლები აბარებენ მხოლოდ თეორიის გამოცდას და პრაქტიკულ გამოცდას სპეციალურ მოედანზე.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მისაბმელიანი სატვირთოს და ავტობუსების მართვის მოწმობის მიღების მსურველებს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის ქუჩებში მოუწევთ, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.
განხორციელებული ნორმატიული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, ასევე რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ამოქმედდება „CE“, „DE“ კატეგორიებისა და „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლადაც.
ამჟამად ამ კატეგორიების მძღოლები აბარებენ მხოლოდ თეორიის გამოცდას და პრაქტიკულ გამოცდას სპეციალურ მოედანზე.
საქართველოში მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლის ასაკიდან, ამასთან 16 წლის ასაკში მხოლოდ მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობა გაიცემა.
17 წლის ასაკიდან უკვე მართვის მოწმობა გაიცემა 125 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები ძრავის მოტოციკლის, მგზავრების გადაყვანის უფლების გარეშე მსუბუქი ავტომობილის, ტაქსის მუშაობის უფლების გარეშე და ასევე ტრაქტორის მართვისთვის.
საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე - მოედანზე მანევრების განხორციელება, მესამე ეტაპი - მანევრების განხორციელება ქუჩაში, რეალურ პირობებში.
მართვის მოწმობის მიღება შესაძლებელია სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ.