https://sputnik-georgia.com/20250607/saqartvelosi-eqvsi-aralegali-daakaves-293680606.html
საქართველოში უკანონოდ მყოფი ექვსი უცხოელი დააკავეს
საქართველოში უკანონოდ მყოფი ექვსი უცხოელი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულები არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყისა და ეგვიპტის მოქალაქეები. 07.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-07T10:51+0400
2025-06-07T10:51+0400
2025-06-07T12:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_387ea44c0788fc80f54c7bed9f67ba25.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დაკავებულია თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე. უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული პირები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. ამის შემდეგ უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკავების თაობაზე. წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_ef8c5c443560eb40ed1bafd22ba1acc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში უკანონოდ მყოფი ექვსი უცხოელი დააკავეს
10:51 07.06.2025 (განახლებულია: 12:21 07.06.2025) დაკავებულები არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყისა და ეგვიპტის მოქალაქეები.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებულია თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
აღნიშნული პირები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. ამის შემდეგ უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკავების თაობაზე.
წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.