https://sputnik-georgia.com/20250607/awarasi-ukanono-saxerxi-saamqro-gamoavlines-293680448.html
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
რადგან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 07.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-07T12:16+0400
2025-06-07T12:16+0400
2025-06-07T12:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
აჭარა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლაბაიძეებში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ჰქონდა დამონტაჟებული. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით 33 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
რადგან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლაბაიძეებში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ჰქონდა დამონტაჟებული.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით 33 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.