აჭარაში მოლდოველი და თურქი ნარკორეალიზატორები დააკავეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიაბები
აბები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეა და ოთხი - თურქეთის, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 52 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება.
ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის და მითითებული ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი, მეფედრონი, ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი და ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 261-ე, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0