https://sputnik-georgia.com/20250607/2024-wels-skolebsi-swavla-atasobit-bavsvma-sewyvita-saxalxo-damcveli-293682034.html
2024 წელს სკოლებში სწავლა ათასობით მოსწავლემ შეწყვიტა - სახალხო დამცველის ანგარიში
2024 წელს სკოლებში სწავლა ათასობით მოსწავლემ შეწყვიტა - სახალხო დამცველის ანგარიში
Sputnik საქართველო
2024 წელს მოსწავლი სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა. 07.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-07T16:29+0400
2025-06-07T16:29+0400
2025-06-07T16:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24151/17/241511725_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a62d287afe4582ddd340c3d5b500474c.jpg
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. გასულ წელს, ჯამში, 10.800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც 2.601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 10.800 მოსწავლიდან 7.599 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 3.201-ს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად, დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა "ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება", "მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება", "პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება" და "ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობა". ანგარიშის მიხედვით, მშობლის განცხადების საფუძველზე დაახლოებით 2 ათასმა მოსწავლემ მიატოვა სასწავლო პროცესი. 2024 წელს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (4170), ქვემო ქართლისა (1979) და აჭარის (1273) რეგიონებში დაფიქსირდა. 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში დაახლოებით 640,7 ათასი მოსწავლე ირიცხება, მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48,3% გოგო, 51,7% კი ბიჭია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24151/17/241511725_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_46ec13f1b8c5d8d71a76a9de7cc78e93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
2024 წელს სკოლებში სწავლა ათასობით მოსწავლემ შეწყვიტა - სახალხო დამცველის ანგარიში
2024 წელს მოსწავლი სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა.
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. გასულ წელს, ჯამში, 10.800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც 2.601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 10.800 მოსწავლიდან 7.599 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 3.201-ს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.
სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად, დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა "ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება", "მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება", "პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება" და "ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობა".
ანგარიშის მიხედვით, მშობლის განცხადების საფუძველზე დაახლოებით 2 ათასმა მოსწავლემ მიატოვა სასწავლო პროცესი.
„უწყებების უფრო კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რომ გავიგოთ, სასკოლო პროცესის მიტოვება დაკავშირებულია თუ არა ნაადრევ ქორწინებასთან, ეს სასწავლო დაწესებულებების და სხვა უწყებების ჩართულობით უნდა მოხდეს", - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
2024 წელს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (4170), ქვემო ქართლისა (1979) და აჭარის (1273) რეგიონებში დაფიქსირდა.
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში დაახლოებით 640,7 ათასი მოსწავლე ირიცხება, მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48,3% გოგო, 51,7% კი ბიჭია.