https://sputnik-georgia.com/20250606/sss-bolo-periodsi-157-narkorealizatoria-dakavebuli-293670345.html
შსს: ბოლო პერიოდში 157 ნარკორეალიზატორია დაკავებული
შსს: ბოლო პერიოდში 157 ნარკორეალიზატორია დაკავებული
Sputnik საქართველო
დარახველიძის თქმით, შსს აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T17:06+0400
2025-06-06T17:06+0400
2025-06-06T17:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291160228_0:134:2560:1574_1920x0_80_0_0_ebf2fba7f1fd491c8a4aaea51a8b2984.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის 2.370 ფაქტი გამოავლინეს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. დარახველიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია 1.712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის - 157 პირი. პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 4,5 ათასი აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 2,5 კგ მეთადონი, 1 კგ ალფა პვპ, 2,7 კგ პრეგაბალინი( იგივე ლირიკა), 72 კგ მარიხუანა და 150 კგ მცენარე კანაფი. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. დარახველიძეს არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდს მოიცავს ეს სტატისტიკური მონაცემები.კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით: ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. კერძოდ, ნარკორეალიზატორებისთვის არა მარტო განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ცვლილებების მიხედვით, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით არ გადაიყვანენ. მას შესთავაზებენ, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სახდელებს. სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებით მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა "განსაკუთრებულ შემთხვევებში". კერძოდ, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, მოსამართლე დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა მას სავალდებულო მკურნალობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291160228_143:0:2418:1706_1920x0_80_0_0_b43a8a878bfb9ad9b0547ecc423d1ac8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
შსს: ბოლო პერიოდში 157 ნარკორეალიზატორია დაკავებული
დარახველიძის თქმით, შსს აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის 2.370 ფაქტი გამოავლინეს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
დარახველიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია 1.712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის - 157 პირი.
პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 4,5 ათასი აბი სუბოტექსი და სუბოქსინი, 2,5 კგ მეთადონი, 1 კგ ალფა პვპ, 2,7 კგ პრეგაბალინი( იგივე ლირიკა), 72 კგ მარიხუანა და 150 კგ მცენარე კანაფი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას", - განაცხადა დარახველიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
დარახველიძეს არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდს მოიცავს ეს სტატისტიკური მონაცემები.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:
ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება. კერძოდ, ნარკორეალიზატორებისთვის არა მარტო განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ცვლილებების მიხედვით, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით არ გადაიყვანენ. მას შესთავაზებენ, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, რვა საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სახდელებს.
სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებით მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა "განსაკუთრებულ შემთხვევებში". კერძოდ, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, მოსამართლე დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა მას სავალდებულო მკურნალობა.