https://sputnik-georgia.com/20250606/sss-bolo-dreebsi-sagzao-mozraobis-wesebis-darrvevis-100-atasze-meti-faqti-gamovlinda-293671462.html
შსს: ბოლო დღეებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 100 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
შსს: ბოლო დღეებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 100 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
დარახველიძემ საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T19:02+0400
2025-06-06T19:02+0400
2025-06-06T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23170/77/231707786_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_dafea890e27e25a86c5db71b0c0c21ff.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104.484 ფაქტი, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორისაა: დარახველიძეს არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდს მოიცავს ეს სტატისტიკური მონაცემები.მინისტრის მოადგილემ საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები. უწყების ცნობით, შს მინისტრის დავალების შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გამკაცრებულია მიდგომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23170/77/231707786_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_34ec3fd81e2ac3090b18c0fbac563287.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ვითარება გზებზე
შსს: ბოლო დღეებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 100 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
დარახველიძემ საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104.484 ფაქტი, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორისაა:
ავტომობილის მინის დამუქების წესის დარღვევის 682 ფაქტი;
ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობის 4 830 ფაქტი;
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის 683 ფაქტი;
სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმის უკანონოდ გამოყენების 8 ფაქტი.
„პოლიცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. საზოგადოებას კვლავ შევახსენებთ, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და კანონის დამრღვევ პირთა მიმართ ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას გაატარებს", – განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძეს არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდს მოიცავს ეს სტატისტიკური მონაცემები.
მინისტრის მოადგილემ საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები.
უწყების ცნობით, შს მინისტრის დავალების შესაბამისად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გამკაცრებულია მიდგომა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.