https://sputnik-georgia.com/20250606/specialuri-satburi-da-laboratoria-narkodanasaulis-braldebit-rusetis-ori-moqalaqe-daakaves-293666682.html
სპეციალური სათბური და ლაბორატორია: ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
სპეციალური სათბური და ლაბორატორია: ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T12:01+0400
2025-06-06T12:01+0400
2025-06-06T12:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23949/61/239496145_0:126:3193:1922_1920x0_80_0_0_6dbfbcd67427aaaef04c22053b268a27.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 26 და 28 წლის ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ედავება. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 7 ლიტრზე მეტი თხევადი კოკაინი და 40 გრამი კოკაინის კრისტალები ამოიღეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია, სადაც თხევადი კოკაინის გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23949/61/239496145_231:0:2962:2048_1920x0_80_0_0_5d76c5426438d9691b1ada7e39c4e2ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
სპეციალური სათბური და ლაბორატორია: ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 და 28 წლის ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ედავება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 7 ლიტრზე მეტი თხევადი კოკაინი და 40 გრამი კოკაინის კრისტალები ამოიღეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია, სადაც თხევადი კოკაინის გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.
ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი მცენარე კანაფი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.