https://sputnik-georgia.com/20250606/qobuletsi-jilexis-semtxveva-dadasturda-293671888.html
ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა
ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ჯილეხის წინააღმდეგ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველი იცრება. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T10:36+0400
2025-06-06T10:36+0400
2025-06-06T15:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სურსათის ეროვნული სააგენტო
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/01/272636705_0:183:2993:1866_1920x0_80_0_0_29a235e4a4eaceb51e5ccbaca863497b.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ჯილეხის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სააგენტოში შესული ინფორმააციის საფუძველზე, დაბა ოჩხამურში ორი სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ჯილეხი დადასტურდა. ამ დროისთვის ადგილზე 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია. 2025 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში უკვე აცრილია 305 ათასზე მეტი სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი. უწყების ცნობით, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები 2013 წელთან შედარებით 94%-მდეა შემცირებული. ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს. საქართველოში რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/01/272636705_130:0:2861:2048_1920x0_80_0_0_475cb7649757d8395d523760dcca5a80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარა
ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა
10:36 06.06.2025 (განახლებულია: 15:59 06.06.2025) საქართველოში ჯილეხის წინააღმდეგ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველი იცრება.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ჯილეხის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოში შესული ინფორმააციის საფუძველზე, დაბა ოჩხამურში ორი სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ჯილეხი დადასტურდა.
„შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის ადგილზე 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია.
2025 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ფარგლებში უკვე აცრილია 305 ათასზე მეტი სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი.
უწყების ცნობით, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები 2013 წელთან შედარებით 94%-მდეა შემცირებული.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.
საქართველოში რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ.