https://sputnik-georgia.com/20250606/daavadebata-kontrolis-erovnul-centrs-axali-xelmzrvaneli-hyavs-293666419.html
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 06.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-06T11:31+0400
2025-06-06T11:31+0400
2025-06-06T11:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/01/249326952_0:101:3000:1789_1920x0_80_0_0_6b0db528a83c2a5047912c0934ddb8ac.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან – 2024 წლამდე ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა" მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი. მანამდე კი 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას". NCDC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის აგვისტოში პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. ის აღნიშნულ პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. ამის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, 2024-დან დღემდე კი - ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/01/249326952_241:0:2760:1889_1920x0_80_0_0_331577725f3c66586f1bf4a4fbea4df5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
უწყების ცნობით, ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან – 2024 წლამდე ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა" მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი. მანამდე კი 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას".
NCDC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის აგვისტოში პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. ის აღნიშნულ პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. ამის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას დროებით ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, 2024-დან დღემდე კი - ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.