https://sputnik-georgia.com/20250605/marneulsi-axalgarda-mamakaci-dawres-dakavebulia-ori-piri-293653038.html
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ორი პირი
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-05T12:05+0400
2025-06-05T12:05+0400
2025-06-05T12:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 20 და 22 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება ერთ-ერთ დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული. შემთხვევა მარნეულში გუშინ, 4 ივნისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 27 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც მეორე ბრალდებულთან ერთად მიმალვას შეეცადა, თუმცა ორივე მათგანი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ორი პირი
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 20 და 22 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ერთ-ერთ დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, მეორე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.
შემთხვევა მარნეულში გუშინ, 4 ივნისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 27 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც მეორე ბრალდებულთან ერთად მიმალვას შეეცადა, თუმცა ორივე მათგანი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.