https://sputnik-georgia.com/20250604/xelvacaursi-axalgazrda-kaci-mokles-293648112.html
ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
Sputnik საქართველო
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით არის დაწყებული. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T18:38+0400
2025-06-04T18:38+0400
2025-06-04T18:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:36:1280:756_1920x0_80_0_0_ea07e42a29528e691cf551462aa05dc8.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამვლელებმა ცხედარი მოკლულის ავტომობილში მდინარესთან ახლოს დილის საათებში ნახეს. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. ტელეკოპმპანიის ცნობით, ნატყვიარები აღენიშნება ავტომობილსაც. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მოკლული ახალგაზრდა ადგილობრივია, ის მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა და ზაფხულის სეზონისთვის ემზადებოდა. მის ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მომხდარი მის საქმიანობასაც უკავშირდებოდეს. სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოები. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d7b38c606f925740218d7126f38b34dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა , კრიმინალი საქართველოში
ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით არის დაწყებული.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამვლელებმა ცხედარი მოკლულის ავტომობილში მდინარესთან ახლოს დილის საათებში ნახეს.
ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. ტელეკოპმპანიის ცნობით, ნატყვიარები აღენიშნება ავტომობილსაც.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, მოკლული ახალგაზრდა ადგილობრივია, ის მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა და ზაფხულის სეზონისთვის ემზადებოდა.
მის ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მომხდარი მის საქმიანობასაც უკავშირდებოდეს.
სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოები.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.