https://sputnik-georgia.com/20250604/tbilissi-narkodanasaulis-braldebit-8-piri-daakaves-293639689.html
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T15:05+0400
2025-06-04T15:05+0400
2025-06-04T15:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613717_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6690ee0b005bf6a22a581f5b10ae5127.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 19-დან 50 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის" უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მცდელობასა და გასაღების მომზადებას ედავება. უწყების ცნობით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფარულად გადაიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი, ალფა-პვპ, გამომშრალი მარიხუანა და მეთადონი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ფული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 261-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613717_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_7da57ef5e1475fa196c19a45da3c9b92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს
დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 19-დან 50 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის" უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მცდელობასა და გასაღების მომზადებას ედავება.
უწყების ცნობით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფარულად გადაიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი, ალფა-პვპ, გამომშრალი მარიხუანა და მეთადონი.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 261-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.