შსს-ს მუშაობა ქვეყნის ფარგლებს გარდა: 2024 წლის პროგრესი და რეფორმები

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2025
გამოწერა
საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საპოლიციო თანამშრომლობის საერთაშორისო ქსელში
თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ინტერპოლთან და ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა - ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დონეზე მუშაობის შედეგები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ანგარიშშია წარმოდგენილი.
გარდა ამისა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოების ფარგლებში, პოლიციის ატაშე მივლენილ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკაში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაიზარდა იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებსაც ფარავენ პოლიციის ატაშეები, კერძოდ, ატაშეების ქსელის დაფარვის ზონას დაემატა სან-მარინო, რომელიც იფარება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს მიერ. ამჟამად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს 19 პოლიციის ატაშე, რომლებიც ფარავენ 38 სახელმწიფოს.
ევროპოლთან თანამშრომლობის მიმართულებით, EMPACT-ის ფარგლებში, საქართველო მონაწილეობას იღებს შემდეგ 10 ოპერატიულ-სამოქმედო გეგმაში:
ორგანიზებული ქონებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
მაღალი რისკის კრიმინალური დაჯგუფებები;
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
იარაღით უკანონოდ ვაჭრობა;
კოკაინი, ჰეროინი, კანაფი;
უკანონოდ მიღებული შემოსავლები, ფულის გათეთრება, ქონების დაბრუნება;
ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია;
საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა;
სინთეზური ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ);
დანაშაული ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ, დოკუმენტებისა და ფულის გაყალბება.
საანგარიშო პერიოდში, ევროპოლის, ინტერპოლის, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, უცხოელ სამართალდამცავებთან გაიცვალა 8540 ოპერატიული ინფორმაცია − მათ შორის, 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, ინტერპოლის არხის გამოყენებით, გაიცვალა 5640 ოპერატიული ინფორმაცია 7872 პირის შესახებ.
საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან), ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროპის ქვეყნებში მსახურობენ.
ყველა ახალი ამბავი
0