https://sputnik-georgia.com/20250604/saxelmwifo-sawarmoebis-reformireba-qveynis-ekonomikur-zrdas-uwyobs-xels-premier-ministri-293637161.html
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს - პრემიერ-მინისტრი
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და უახლოეს მომავალში მომზადდება და პარლამენტს წარედგინება შესაბამისი... 04.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-04T11:35+0400
2025-06-04T11:35+0400
2025-06-04T11:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262900_276:357:1414:997_1920x0_80_0_0_f07e74b2022c495db7851d0a66bc84c2.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის ჩატარებას გეგმავს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში მომზადდება და პარლამენტს წარედგინება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რაც რეფორმის საბოლოოდ განხორციელებას შეუწყობს ხელს.მისი თქმით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა, რაც დამატებით წაახალისებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.როგორც კობახიძემ განმარტა, ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.პრემიერმა აღნიშნა, რომ უკვე განხორციელდა ოპტიმიზაცია და ხელმძღვანელობის შეცვლა რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში: ეს არის საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები.რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის ელექტროსისტემა, „საქრუსენერგო“, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი, ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში.ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში, საქმე ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286262900_385:315:1294:997_1920x0_80_0_0_80d6a2814e91d70acc80bcb02b92b6b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და უახლოეს მომავალში მომზადდება და პარლამენტს წარედგინება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის ჩატარებას გეგმავს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში მომზადდება და პარლამენტს წარედგინება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რაც რეფორმის საბოლოოდ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ეს დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა, რაც დამატებით წაახალისებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
როგორც კობახიძემ განმარტა, ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უკვე განხორციელდა ოპტიმიზაცია და ხელმძღვანელობის შეცვლა რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში: ეს არის საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები.
„მათ დავუსახეთ კონკრეტული ამოცანები რეფორმების და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის ელექტროსისტემა, „საქრუსენერგო“, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი, ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში.
ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში, საქმე ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.
ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია.