https://sputnik-georgia.com/20250603/umusevrobis-semcireba-da-xelfasebis-zrda-premier-ministrma-samomavlo-gegmebze-isaubra-293634121.html
უმუშევრობის შემცირება და ხელფასების ზრდა - პრემიერ-მინისტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
უმუშევრობის შემცირება და ხელფასების ზრდა - პრემიერ-მინისტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის ტემპების თვალსაზრისით, საქართველო არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც ლიდერობს, განაცხადა კობახიძემ. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T21:29+0400
2025-06-03T21:29+0400
2025-06-03T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3129ec5b326ba9e06912cfbac5bf809a.jpg
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი ტემპი საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს თავის მიზნებს - უმუშევრობის შემცირებას და ხელფასების ზრდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებებია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გაზრდა.პრემიერის თქმით, 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის განმავლობაში ხელფასები საშუალოდ 8,5%-ით გაიზარდა.ხელფასის ოდენობა ქალაქსა და რეგიონზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ყველაზე მაღალია შრომის ანაზღაურება თბილისში - საშუალოდ 2583 ლარი, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1060 ლარი.„შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე. მთავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, ეკონომიკის ტემპებით საქართველო ლიდერია არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.„ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერმა.კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკურ ზრდას ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.ბრძოლა სიღარიბესთანსიღარიბესთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სიღარიბის შემცირება ქვეყანაში 2012 წელს დაიწყო.პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბოლო 12 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა - 1,1 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 600 ათასამდე.სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დაუცველი ოჯახების რაოდენობა 2024 წლის დასაწყისიდან 1 ოქტომბრამდე 3,5%-ით გაიზარდა და 126,97 ათასი შეადგინა.ამასთან, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში 405-ით გაიზარდა და 26,7 ათასი შეადგინა. მთლიანობაში, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 93 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40,7 ათასზე ცოტა მეტი - თბილისში.მეტიც, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 454,2 ათასი ადამიანია, აქედან 253,2 ათასი - ქალია.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე: რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულა და მით მეტია გასაცემელი. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (მოზრდილზე). 16 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვის შემწეობა 200 ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_85:0:1986:1426_1920x0_80_0_0_601a5a95bde0ad812f9b639b88ab09bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
უმუშევრობის შემცირება და ხელფასების ზრდა - პრემიერ-მინისტრმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ეკონომიკური ზრდის ტემპების თვალსაზრისით, საქართველო არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც ლიდერობს, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი ტემპი საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს თავის მიზნებს - უმუშევრობის შემცირებას და ხელფასების ზრდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებებია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გაზრდა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპით მიზნები არის შესრულებადი. დანარჩენი არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის განმავლობაში ხელფასები საშუალოდ 8,5%-ით გაიზარდა.
ხელფასის ოდენობა ქალაქსა და რეგიონზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ყველაზე მაღალია შრომის ანაზღაურება თბილისში - საშუალოდ 2583 ლარი, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1060 ლარი.
„შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე. მთავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეკონომიკის ტემპებით საქართველო ლიდერია არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
„ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკურ ზრდას ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.
სიღარიბესთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სიღარიბის შემცირება ქვეყანაში 2012 წელს დაიწყო.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბოლო 12 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა - 1,1 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 600 ათასამდე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დაუცველი ოჯახების რაოდენობა 2024 წლის დასაწყისიდან 1 ოქტომბრამდე 3,5%-ით გაიზარდა და 126,97 ათასი შეადგინა.
ამასთან, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში 405-ით გაიზარდა და 26,7 ათასი შეადგინა. მთლიანობაში, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 93 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40,7 ათასზე ცოტა მეტი - თბილისში.
მეტიც, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 454,2 ათასი ადამიანია, აქედან 253,2 ათასი - ქალია.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე: რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულა და მით მეტია გასაცემელი. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (მოზრდილზე). 16 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვის შემწეობა 200 ლარია.