უცხოელი „აიტიშნიკები“ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მიიღებენ

© photo: Sputnikმამაკაცი ნოუტბუკით
მამაკაცი ნოუტბუკით - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2025
გამოწერა
წარსადგენი დოკუმენტების პაკეტს მთავრობა 2025 წლის 1 ივლისამდე განსაზღვრავს
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომლის თანახმად საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ.
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში.
ამისათვის (IT) სფეროში დასაქმებული პირი უნდა იყოს რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების რეესტრში, ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე უცხოელმა უნდა წარადგინოს ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.
IT სფეროში დასაქმებული პირების გარდა, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვას მათი ოჯახის წევრებსაც მიანიჭებენ.
წარსადგენი დოკუმენტების პაკეტს მთავრობა 2025 წლის 1 ივლისამდე განსაზღვრავს, ხოლო თავად კანონი საბოლოოდ ძალაში 2025 წლის 1 სექტემბერს შევა.
ყველა ახალი ამბავი
0