https://sputnik-georgia.com/20250603/saqartvelos-aviabazrze-sesazloa-kidev-erti-cinuri-kompania-gamocndes-293633201.html
საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა კიდევ ერთი ჩინური კომპანია გამოჩნდეს
საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა კიდევ ერთი ჩინური კომპანია გამოჩნდეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან China Eastern Airlines დასკვნით ეტაპზეა. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T20:55+0400
2025-06-03T20:55+0400
2025-06-03T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24491/48/244914866_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4359d26ca0e5ba7b16ac0706dcde0f37.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის შესაძლო შემოსვლაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან დასკვნით ეტაპზეა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული მხარის ამოცანაა, რომ ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე წელსვე დაიწყოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ დიდი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. China Eastern Airlines-ის დელეგაცია საქართველოში ვიზიტისას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაეცნო. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რომ China Eastern Airlines ჩინეთის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ორი ავიაკომპანიის მიერ - Air China - 3 სიხშირით, China Southern Airlines - 5 სიხშირით. რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ჩინელ ვიზიტორთა 13.875 ვიზიტს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან განსხვავებით 40,1%-იანი ზრდაა. 2025 წელს ჩინეთი კვლავ მეთერთმეტე ადგილს იკავებს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების ტოპ 15 ქვეყანას შორის. 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის რეზიდენტთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 83,4%-ით გაიზარდა და 88.583 ვიზიტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24491/48/244914866_173:0:1993:1365_1920x0_80_0_0_3b1bb494243e5a1966f379896de564c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა კიდევ ერთი ჩინური კომპანია გამოჩნდეს
საქართველოს მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან China Eastern Airlines დასკვნით ეტაპზეა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის შესაძლო შემოსვლაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან დასკვნით ეტაპზეა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული მხარის ამოცანაა, რომ ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე წელსვე დაიწყოს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ დიდი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
China Eastern Airlines-ის დელეგაცია საქართველოში ვიზიტისას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გაეცნო.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რომ China Eastern Airlines ჩინეთის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ორი ავიაკომპანიის მიერ - Air China - 3 სიხშირით, China Southern Airlines - 5 სიხშირით.
რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ჩინელ ვიზიტორთა 13.875 ვიზიტს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან განსხვავებით 40,1%-იანი ზრდაა.
2025 წელს ჩინეთი კვლავ მეთერთმეტე ადგილს იკავებს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების ტოპ 15 ქვეყანას შორის.
2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის რეზიდენტთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 83,4%-ით გაიზარდა და 88.583 ვიზიტი შეადგინა.