https://sputnik-georgia.com/20250603/nu-waartmev-bavsvobas-saqartvelosi-naadrev-asaksi-qorwinebis-winaarmdeg-kampania-daiwyo-293635278.html
„ნუ წაართმევ ბავშვობას“: საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
„ნუ წაართმევ ბავშვობას“: საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
Sputnik საქართველო
კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T20:10+0400
2025-06-03T20:10+0400
2025-06-03T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ძალადობა ოჯახში
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/03/293631370_0:34:1601:934_1920x0_80_0_0_7d9db7e9d36faf7a91d339aa1f75d382.jpg
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ოფიციალურად გახსნა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.შსს-ს ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, საპოლიციო დანაყოფებში. სამიზნე ჯგუფებისთვის ნაჩვენები იქნება უშუალოდ კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლები.შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის თემატიკით დამზადებული, ბრენდირებული ჩანთები, მაისურები და საინფორმაციო ბროშურები.ასევე, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათთვის ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნას.შსს-ს ინფორმაციით, გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ესწრებოდნენ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალური მსხვერპლების ისტორიებს და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს.ორი წლის წინ საქართველოში მოკლეს 14 წლის სკოლის მოსწავლე აითაჯ შახმაროვა, რომელიც 28 წლის მამაკაცზე იძულებით გაათხოვეს. ასიმ სადიკოვმა აითაჯი მოიტაცა, რამდენიმე თვეში გაქცევის მცდელობისას მოკლა.აითაჯის მკვლელობამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მოკლული გოგონას დედაც, რომელმაც ქალიშვილი გაათხოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/03/293631370_156:0:1444:966_1920x0_80_0_0_a83e0b36a57d4de9e33f86fe07631687.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ძალადობა ოჯახში , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ძალადობა ოჯახში , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
„ნუ წაართმევ ბავშვობას“: საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ოფიციალურად გახსნა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან.
მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, საპოლიციო დანაყოფებში. სამიზნე ჯგუფებისთვის ნაჩვენები იქნება უშუალოდ კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლები.
შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის თემატიკით დამზადებული, ბრენდირებული ჩანთები, მაისურები და საინფორმაციო ბროშურები.
ასევე, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში სამი გამარჯვებული გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდებიან.
კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათთვის ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნას.
შსს-ს ინფორმაციით, გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალური მსხვერპლების ისტორიებს და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს.
ორი წლის წინ საქართველოში მოკლეს 14 წლის სკოლის მოსწავლე აითაჯ შახმაროვა, რომელიც 28 წლის მამაკაცზე იძულებით გაათხოვეს. ასიმ სადიკოვმა აითაჯი მოიტაცა, რამდენიმე თვეში გაქცევის მცდელობისას მოკლა.
აითაჯის მკვლელობამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მოკლული გოგონას დედაც, რომელმაც ქალიშვილი გაათხოვა.