იტალია ქართულ მართვის მოწმობებს აღიარებს

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2025
გამოწერა
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს საბერძნეთთან, ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთანაც.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. იტალიის და საქართველოს მთავრობებს შორის შედგა შეთანხმება მხარეთა ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
„შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა.
უწყების ცნობით, იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.
საქართველოსა და იტალიას შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსნებუოი შეთანხმების გაფორმების მიზნით.
საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან.
ყველა ახალი ამბავი
0