https://sputnik-georgia.com/20250603/aragvis-daculi-landsaftis-sazrvrebi-gafartovdeba-293630762.html
არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები გაფართოვდება
არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები გაფართოვდება
Sputnik საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T18:57+0400
2025-06-03T18:57+0400
2025-06-03T18:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277659846_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_b14d3b999192461c86faa3115ea09a1d.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3.638 ჰექტრით გაიზრდება და 103.440 ჰექტარი იქნება, იუწყება „პირველი არხი“. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. ცვლილებების მოხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს მოიცავს, ვაშლობის ხეობა მოექცევა.ვაშლობის ხეობა გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის, იგივე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის ხეობაში მდებარეობს. ხეობის დიდი ნაწილი მთისა და მდელოს ეკოსისტემებს უჭირავს, დანარჩენი კი – ღრმა და ციცაბო ხეობებზე მდებარე მთის ტყეებსა და მყინვარულ-ნივალური ტიპის ეკოსისტემას. ტერიტორია გამორჩეულია ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც. ვაშლობის ხეობაში მდებარეობს ისეთი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა, მაგალითად, სოფელ ვაშლობში მაცხოვრის ამაღლების ეკლესია (VIII-IX სს). განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ერთიანი მიდგომის გზით. კანონპროპექტის ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივას ეფუძნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277659846_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_d4b091aceac8f33eccd3cadec3d24acf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები გაფართოვდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3.638 ჰექტრით გაიზრდება და 103.440 ჰექტარი იქნება, იუწყება „პირველი არხი“.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
ცვლილებების მოხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს მოიცავს, ვაშლობის ხეობა მოექცევა.
ვაშლობის ხეობა გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის, იგივე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის ხეობაში მდებარეობს. ხეობის დიდი ნაწილი მთისა და მდელოს ეკოსისტემებს უჭირავს, დანარჩენი კი – ღრმა და ციცაბო ხეობებზე მდებარე მთის ტყეებსა და მყინვარულ-ნივალური ტიპის ეკოსისტემას.
ტერიტორია გამორჩეულია ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც. ვაშლობის ხეობაში მდებარეობს ისეთი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა, მაგალითად, სოფელ ვაშლობში მაცხოვრის ამაღლების ეკლესია (VIII-IX სს).
„ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშუტები და, შესაბამისად, ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციო-ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა ის სარგებელია, რაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებამ, შესაძლოა, მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას მოუტანოს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ერთიანი მიდგომის გზით.
კანონპროპექტის ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივას ეფუძნება.