https://sputnik-georgia.com/20250603/---------293634764.html
ვაზიანის აეროპორტს ალტერნატივა არ გააჩნია - ლევან დავითაშვილი
ვაზიანის აეროპორტს ალტერნატივა არ გააჩნია - ლევან დავითაშვილი
Sputnik საქართველო
საერთაშორისო რეისები განხორციელდება ვაზიანში, შიდა რეისებისთვის კი განიხილება თელავის აეროპორტი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა 03.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-03T22:37+0400
2025-06-03T22:37+0400
2025-06-03T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლევან დავითაშვილი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0e/271338340_0:186:1786:1191_1920x0_80_0_0_d93010f4ce2ec8e8a0f899ee4ff5e0ab.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტი უალტერნატივოა და ის გეგმაზომიერად ვითარდება, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად პროექტის დეტალური კვლევა და შესწავლა მიმდინარეობს.„პარალელურად, დასრულდა სანავიგაციო კვლევები, რამაც საშუალება მოგვცა, სწორად დავგეგმოთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ა.შ. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.დავითაშვილის თქმით, ეს პროექტი ხორციელდება აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერად. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არის და სამუშაოები დღეს არსებული კონკრეტული ალოკაციის ფარგლებში ხორციელდება.ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეისები განხორციელდება ვაზიანში, შიდა რეისებისთვის განიხილება თელავის აეროპორტი, ვაზიანი კი მოემსახურება ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს.მისი თქმით, ოპტიმალური იქნება, რომ თელავის აეროპორტი დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს.როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ოპტიმიზაცია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული იყო. გეგმებშია იმგვარი გაუმჯობესება, რაც გათვალისწინებულია თელავის აეროპორტის შიდა საავიაციო ქსელში ჩართვისთვის.ახალი აეროპორტიმთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. მისი წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0e/271338340_116:0:1704:1191_1920x0_80_0_0_6fdd77da840dec98a14618626cb16b2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ვაზიანის აეროპორტს ალტერნატივა არ გააჩნია - ლევან დავითაშვილი
საერთაშორისო რეისები განხორციელდება ვაზიანში, შიდა რეისებისთვის კი განიხილება თელავის აეროპორტი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტი უალტერნატივოა და ის გეგმაზომიერად ვითარდება, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.
„ვაზიანის განვითარება ცალსახად ახალი იმპულსია ავიაციის, ტურიზმის და ურბანული განვითარების კუთხით. მათ შორის, უნდა მივიღოთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის ძალიან კომპლექსური ბაზა და ახალი ინფრასტრუქტურა. ვაზიანი უალტერნატივო პროექტია, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად პროექტის დეტალური კვლევა და შესწავლა მიმდინარეობს.
„პარალელურად, დასრულდა სანავიგაციო კვლევები, რამაც საშუალება მოგვცა, სწორად დავგეგმოთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ა.შ. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, ეს პროექტი ხორციელდება აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერად. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არის და სამუშაოები დღეს არსებული კონკრეტული ალოკაციის ფარგლებში ხორციელდება.
ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეისები განხორციელდება ვაზიანში, შიდა რეისებისთვის განიხილება თელავის აეროპორტი, ვაზიანი კი მოემსახურება ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს.
მისი თქმით, ოპტიმალური იქნება, რომ თელავის აეროპორტი დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს.
„თელავის აეროპორტის ოპტიმიზაცია ბუნებრივია. ძალიან სწრაფად ხდება საქართველოში შიდა გზების და შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება, ბევრი ადგილი უკვე ერთმანეთთან არის ურთიერთდაკავშირებული, ამიტომ თელავის აეროპორტს ჩვენ მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად“, - განაცხადა მან.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ოპტიმიზაცია, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული იყო. გეგმებშია იმგვარი გაუმჯობესება, რაც გათვალისწინებულია თელავის აეროპორტის შიდა საავიაციო ქსელში ჩართვისთვის.
მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. მისი წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.