https://sputnik-georgia.com/20250602/saqartvelo-rogorc-msoflio-lideri-ekonomikis-zrdasi-ministris-moadgile-mtavrobis-gegmebze-293607228.html
საქართველო როგორც მსოფლიო ლიდერი ეკონომიკის ზრდაში - მინისტრის მოადგილე მთავრობის გეგმებზე
საქართველო როგორც მსოფლიო ლიდერი ეკონომიკის ზრდაში - მინისტრის მოადგილე მთავრობის გეგმებზე
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, მიაჩნია მინისტრის მოადგილეს 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T10:37+0400
2025-06-02T10:37+0400
2025-06-02T10:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251628_0:0:3138:1765_1920x0_80_0_0_a14b0dfe99584ee575e4433b9a4c3a5c.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურადაც ლიდერი ქვეყანა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა.ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და მომავალ თვეებშიც გაგრძელდება.აპრილში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიმინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ტურიზმის სფეროს მიღწევებს. მისი თქმით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა, კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი და კერძოდ, მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-მდე ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.მისი თქმით, მთავრობა ელოდება, რომ პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და ეს აისახება როგორც მოსახლეობის დასაქმებაში, ისე შემოსავლების ზრდაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251628_409:0:3138:2047_1920x0_80_0_0_afc336c30ed80c36e7eb5689d7bc0cf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
საქართველო როგორც მსოფლიო ლიდერი ეკონომიკის ზრდაში - მინისტრის მოადგილე მთავრობის გეგმებზე
ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, მიაჩნია მინისტრის მოადგილეს
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მთავრობა არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არამხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურადაც ლიდერი ქვეყანა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო მაჩვენებელმა 8,8% შეადგინა.
ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და მომავალ თვეებშიც გაგრძელდება.
აპრილში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.
„ასევე ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები - აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 616 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ზრდის მაჩვენებელი 41%-ით განისაზღვრა“, - აღნიშნა ცინცაძემ.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი
მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ტურიზმის სფეროს მიღწევებს. მისი თქმით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა, კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ტემპი და კერძოდ, მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 8%-მდე ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
„მთავრობა ასევე აგრძელებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას და საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მთავრობა ელოდება, რომ პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და ეს აისახება როგორც მოსახლეობის დასაქმებაში, ისე შემოსავლების ზრდაში.