https://sputnik-georgia.com/20250602/ruset-ukrainis-konfliqti-293616085.html
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სტამბოლში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, რომელიც ერთ საათზე ოდნავ მეტ ხანს მიმდინარეობდა დახურულ კარს... 02.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-02T18:46+0400
2025-06-02T18:46+0400
2025-06-02T18:46+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
თურქეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/02/293614169_0:319:3072:2047_1920x0_80_0_0_4db6a3383a3249f2d47c0c01ad3a063b.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სტამბოლში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, რომელიც ერთ საათზე ოდნავ მეტ ხანს მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები რუსულად საუბრობდნენ და ეს შეხვედრა „ნეგატიურად არ დასრულებულა“.რუსეთის დელეგაციას, რომელშიც 12 კაცი შედიოდა, მოლაპარაკებებზე კვლავ პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრთა შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.უკრაინის დელეგაციას, რომელიც მეორე რაუნდისთვის გაფართოვდა, ისევ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებს დაემატნენ: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილე ანდრიი ფომინი და რადის თანამშრომელი იური კოვბასა.აღინიშნება, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე უმეროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა.როგორც მანამდე ითქვა, რუსეთის დელეგაცია უკრაინულ მხარესთან შეხვედრაზე მათთვის კრიზისის დარეგულირების თაობაზე მოსკოვის პოზიციების შესახებ მემორანდუმის გადაცემას გეგმავდა.შეგახსენებთ, რომ, სამწლიანი წყვეტის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ასევე თურქეთში გაიმართა 16 მაისს. მისი ინიციატორი მოსკოვი იყო.
უკრაინა
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/02/293614169_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_2ae17467456d2cbe6d6636c554f1414f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, თურქეთი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, თურქეთი , პოლიტიკა
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სტამბოლში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, რომელიც ერთ საათზე ოდნავ მეტ ხანს მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები რუსულად საუბრობდნენ და ეს შეხვედრა „ნეგატიურად არ დასრულებულა“.
რუსეთის დელეგაციას, რომელშიც 12 კაცი შედიოდა, მოლაპარაკებებზე კვლავ პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრთა შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
უკრაინის დელეგაციას, რომელიც მეორე რაუნდისთვის გაფართოვდა, ისევ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებს დაემატნენ: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილე ანდრიი ფომინი და რადის თანამშრომელი იური კოვბასა.
აღინიშნება, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე უმეროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა.
როგორც მანამდე ითქვა, რუსეთის დელეგაცია უკრაინულ მხარესთან შეხვედრაზე მათთვის კრიზისის დარეგულირების თაობაზე მოსკოვის პოზიციების შესახებ მემორანდუმის გადაცემას გეგმავდა.
შეგახსენებთ, რომ, სამწლიანი წყვეტის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ასევე თურქეთში გაიმართა 16 მაისს. მისი ინიციატორი მოსკოვი იყო.