რას ვთესავთ: თურქეთიდან უვარგისი კარტოფილის შემოიტანა სცადეს

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2025
გამოწერა
სარფის საბჟოზე მებაჟეებმა სათესლე კარტოფილის პარტია შეაჩერეს, რომელსაც ობი და ლპობის ნიშნები აღენიშნებოდა.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში თურქეთიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი შეაჩერეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
კერძოდ, სათესლე კარტოფილის პარტიებს არ გააჩნდა ჯიშების იდენტიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი ეტიკეტები, ტუბერებზე აღენიშნებოდა ობი და ლპობის ნიშნები და, ასევე, დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნიადაგი.
შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, თურქეთიდან შემოტანილი სათესლე კარტოფილი განადგურებას დაექვემდებარა.
ყველა ახალი ამბავი
0