პოლიციამ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

© Ministry of the Internal Affairs of Georgiaნარკორეალიზატორების დაკავება
ნარკორეალიზატორების დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შერმთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 4 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მირერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხუთივე მამაკაცი, რომელთა ასაკიც 25- 57 წელია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული.
ბრალის დამტკიცების შერმთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უწყებიც ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0