https://sputnik-georgia.com/20250601/mixeil-yavelasvilma-bavsvebs-bavsvta-dacvis-saertasoriso-dre-miuloca-293601208.html
მიხეილ ყაველაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T11:34+0400
2025-06-01T11:34+0400
2025-06-01T11:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293527177_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_aa983fa1f930b9a46335fce6741d6648.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.„ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ, მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ“, – დაწერა ყაველაშვილმა.ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები.ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.თუ ბავშვს შფოთვები და სტრესი აქვს: ეფექტური დახმარების ორი სცენარი>>>ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.დღესასწაულის ისტორიაბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული, რომელმაც ბავშვთა თანაბარი უფლებები გამოაცხადა აღზრდის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარების სფეროში, დამოუკიდებლად კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, საზოგადოებრივი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა და ა.შ.დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს, აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ.პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61-მა ქვეყანამ მოაწერა.თითოეულ ქვეყანაში ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში დიდ პრობლემად ითვლება ტელევიზიისა და ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა.აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ბავშვებს ემუქრება შიმშილი, შიდსი, სამხედრო კონფლიქტები და წერა-კითხვის უცოდინარობა. ბავშვები იქ ექიმებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპებიან. ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია.ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონობაშიც კი ჰყიდიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293527177_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_fd6b7a357fd276944699eb9e32c9ce4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე მიულოცა
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
„ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ, მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ, განაცხადა პრეზიდენტმა.
„ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ“, – დაწერა ყაველაშვილმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.
ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა, რათა მომავალში თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესანიშნავ მშობლად და თავისი ქვეყნის საამაყო მამულიშვილად ჩამოყალიბება.
ბავშვთა უფლებების დეკლარაცია 1959 წელს იყო მიღებული, რომელმაც ბავშვთა თანაბარი უფლებები გამოაცხადა აღზრდის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარების სფეროში, დამოუკიდებლად კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, საზოგადოებრივი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობისა და ა.შ.
დეკლარაცია მოუწოდებს მშობლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მთავრობებს, აღიარონ ბავშვთა უფლებები და მათ განხორციელებას ხელი შეუწყონ.
პირველი და ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართლის დონეზე იხილებოდა, გაეროს მიერ 1989 წელს 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია გახდა. კონვენციას ხელი 61-მა ქვეყანამ მოაწერა.
თითოეულ ქვეყანაში ბავშვები მოსახლეობის დაახლოებით 20-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში დიდ პრობლემად ითვლება ტელევიზიისა და ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა.
აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ბავშვებს ემუქრება შიმშილი, შიდსი, სამხედრო კონფლიქტები და წერა-კითხვის უცოდინარობა. ბავშვები იქ ექიმებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპებიან. ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია.
ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს როგორც უფასო სამუშაო ძალას იყენებენ და მონობაშიც კი ჰყიდიან.