https://sputnik-georgia.com/20250601/jandacvis-ministrma-saxelmwifo-zrunvis-qves-myof-bavsvebs-1-ivnisi-miuloca-293606095.html
ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა
Sputnik საქართველო
პატარებს გლდანის პარკმა უმასპინძლა. მათთვის ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო. 01.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-01T19:10+0400
2025-06-01T19:10+0400
2025-06-01T19:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ბავშვებს გლდანის პარკმა უმასპინძლა, მათთვის ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო. საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალი აქტივობა იმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში ტარდება. დედაენის ბაღში ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყო, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზეა დაგეგმილი. გარდა საბავშვო კონცერტისა, დედაენის ბაღში მოეწყო ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე. ასევე არის სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, იმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, ეწყობა ზღაპრის კუთხე და თოჯინების თეატრი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ჯანდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა
პატარებს გლდანის პარკმა უმასპინძლა. მათთვის ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბავშვებს გლდანის პარკმა უმასპინძლა, მათთვის ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო.
„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძემ.
საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალი აქტივობა იმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში ტარდება.
დედაენის ბაღში ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყო, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზეა დაგეგმილი. გარდა საბავშვო კონცერტისა, დედაენის ბაღში მოეწყო ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე. ასევე არის სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, იმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, ეწყობა ზღაპრის კუთხე და თოჯინების თეატრი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.