https://sputnik-georgia.com/20250531/saqartvelosi-policiis-dre-arinisneba-293572913.html
საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა 31.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-31T12:13+0400
2025-05-31T12:13+0400
2025-05-31T12:13+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890677_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_4d80c644f1a9ba34536a20cd391944f0.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება, საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან იმართება.შენობის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა.აღლუმი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჩაიბარა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251890677_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_702d21f035aa786e46935c995d4e0983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება, საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შენობასთან იმართება.
შენობის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა.
აღლუმი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჩაიბარა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.