გელა გელაძე: პოლიციელის ფორმა არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს, ატარო ღირსება

© Courtesy of Gela Geladzeგელა გელაძე
გელა გელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2025
გამოწერა
საქართველოში დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება.
თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ახლად დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ უწყების თანამშრომლებს პოლიციის დღე მიულოცა და მათდამი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა.
პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
„პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს ატარო ღირსება. ეს არის ფიცი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას", - განაცხადა მინისტრმა.
გელა გელაძემ პოლიციელებს მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს", – განაცხადა მინისტრმა.
გელა გელაძემ რამდენიმე დღის წინ ვახტანგ გომელაური შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0