აშშ-დან საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის დეპორტაცია განხორციელდა

© photo: Sputnikთვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2025
გამოწერა
დეპორტირებულ მოქალაქეებს თბილისის აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს.
გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში.
უცნობია საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა ბორტზე, რომელიც თბილისში 31 მაისს დაეშვა. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რა მიზეზით და რა ვითარებაში მოხდა მათი დეპორტაცია.
ყველა ახალი ამბავი
0