https://sputnik-georgia.com/20250530/xval-sapolicio-servisebis-mirebis-ganrigi-da-adgili-icvleba-293573145.html
ხვალ საპოლიციო სერვისების მიღების განრიგი და ადგილი იცვლება
ხვალ საპოლიციო სერვისების მიღების განრიგი და ადგილი იცვლება
Sputnik საქართველო
მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. 30.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-30T12:48+0400
2025-05-30T12:48+0400
2025-05-30T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/75/245437582_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_2b85f3327a95ebb480b1c17cfac91840.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ხვალ, 31 მაისს საპოლიციო სერვისების მიღების განრიგი და ადგილი იცვლება. საქართველოში 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. აღნიშნულის გამო, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ პეტრე ხვედელიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან - 14:00 საათამდე. შსს-ს ცნობით, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის 032-241-42-42 საშუალებით. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები კი მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი. ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24543/75/245437582_112:0:1936:1368_1920x0_80_0_0_eb9b414f063a4c80cecd1a3906d777d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ხვალ საპოლიციო სერვისების მიღების განრიგი და ადგილი იცვლება
12:48 30.05.2025 (განახლებულია: 15:21 30.05.2025) მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ხვალ, 31 მაისს საპოლიციო სერვისების მიღების განრიგი და ადგილი იცვლება.
საქართველოში 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
აღნიშნულის გამო, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ პეტრე ხვედელიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან - 14:00 საათამდე.
შსს-ს ცნობით, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის 032-241-42-42 საშუალებით.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები კი მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.
ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.