დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახანძრო მანქანები გადაეცა

© photo: press-service of the Emergency Management Service of MIA / FBნახანძრალი ტერიტორია ბაშლოვანის ნაკრძალში
ნახანძრალი ტერიტორია ბაშლოვანის ნაკრძალში - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2025
გამოწერა
სააგენტოს განცხადებით, ტყის ხანძრებთან ბრძოლა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი მანქანებით აღიჭურვა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოში ყველაზე უნალექო ადგილია და ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
„სპეციალიზებული სახანძრო ავტომობილები რეინჯერებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი სამსახურების ჩართვამდე, მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება ხანძრის დროული ლიკვიდაციისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებით, ტყის ხანძრებთან ბრძოლა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რეინჯერები გადიან სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადებას და აღჭურვილი არიან სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს თანამედროვე მონიტორინგისა და ხანძრის ადრეული აღმოჩენის სისტემების დანერგვაც.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახანძრო მანქანები კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში არაერთი ერთობლივი ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან სააგენტომ სახანძრო მანქანები მიიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტომ საფრენი აპარატი (დრონი) შეისყიდა.
ყველა ახალი ამბავი
0