კახეთში საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 7 პირი

CC BY 2.0 / Derek A. / In-House Drug Lord?ჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 29-დან 67 წლამდეა, საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, ასევე დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
ბრალდებულთა შორის არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებიც.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ცეცხლსასროლი პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და ამფეთქი ფალია.
ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0