საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მართვის მოწმობის აღება რთულდება

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არ ექნება ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი ცნობა, მართვის მოწმობის გამოცდას ვერ ჩააბარებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში უჯკვე შევიდა.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
მინისტრის ბრძანების თანახმად, თეორიული ან ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების განაცხადთან ერთად, უცხოელებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოში 12 თვიდან მინიმუმ 185 დღის განმავლობაში ლეგალურად ყოფნის ან ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი მოწმობა.
გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც აკრედიტაციის ბარათის ასლი უნდა წარადგინონ.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ხდება. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0