თურქეთი მოსკოვი-კიევის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის მისაღებად მზადაა

© photo: Sputnik / BelTA, Maksim Guchek
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება მზადაა, უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდს, თუმცა შეხვედრის დრო ჯერჯერობით დაუზუსტებელია, განუცხადა „რია ნოვისტის“ დიპლომატიურმა წყარომ ანკარიდან.
„მზადყოფნა, რომ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, უკვე გამოითქვა. ახლა ველოდებით კონკრეტიკას“, — აღნიშნა მან.
„რია ნოვოსტის“ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შედგება თუ არა მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი უკვე მომდევნო კვირაში, წყარომ თქვა, რომ ამის თავდაჯერებით თქმა შეუძლებელია.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და კიევის მომდევნო შეხვედრა კონფლიქტის დარეგულირების თემაზე უახლოეს დღეებში ჩაინიშნება, და რომ მეორე რაუნდის ადგილად კვლავ თურქეთს ანიჭებს უპირატესობას.
ამასთან, როგორც უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა აღნიშნა, რუსეთი-უკრაინის შეხვედრა სამშვიდობო ინიციატივების განსახილველად შესაძლოა ჟენევაში ჩატარდეს. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0