https://sputnik-georgia.com/20250528/chinetshi-saqartvelos-turistul-potencials-ecnobian-293550904.html
ჩინეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ჩინეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
Sputnik საქართველო
შანხაიში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა. 28.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-28T13:15+0400
2025-05-28T13:15+0400
2025-05-28T13:15+0400
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB China 2025-ში მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ITB China 2025-ზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამოფენას საქართველოდან 40-მდე კერძო კომპანია ესწრება. როგორც ომიაძემ აღნიშნა, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რითაც ჩინელები ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლითა და მოგზაურობით. გამოფენის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან და პოტენციურ კლიენტებთან. უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა. ITB CHINA 2025 შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ჩინეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
შანხაიში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB China 2025-ში მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ITB China 2025-ზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამოფენას საქართველოდან 40-მდე კერძო კომპანია ესწრება.
„ჩინეთი არის ის ბაზარი, საიდანაც მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ გარკვეული დოზა ჩინელი მოგზაურების თავის ქვეყანაში მოიზიდოს და ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, კერძო სექტორთან ერთად ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ შანხაიში, სადაც მთელი ჩინეთის ტურისტული სექტორია მობილიზებული“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
როგორც ომიაძემ აღნიშნა, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რითაც ჩინელები ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლითა და მოგზაურობით.
გამოფენის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან და პოტენციურ კლიენტებთან.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.
ITB CHINA 2025 შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.