https://sputnik-georgia.com/20250526/ramdeni-adamiani-daigupa-avariebis-shedegad-293505268.html
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
Sputnik საქართველო
ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონი 26.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-26T12:42+0400
2025-05-26T12:42+0400
2025-05-26T12:42+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263684172_0:0:3457:1946_1920x0_80_0_0_ef2d96f3d3f1fb8cbd66292f05445a1d.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 112 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.უწყების ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 1.360 ავარია მოხდა, რომელშიც 112 ადამიანი დაიღუპა და 1.736 დაშავდა.ამასთან, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც 94 ავარიას ემსხვერპლა 15 ადამიანი, 137 კი დაშავდა.ავარიების სახეობებიავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 1.455 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 51 და დაშავდა 1.073 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება. ამ პერიოდში 440 მსგავსი შემთხვევის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 380 დაშავდა.მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით – 193 ავარიაში დაიღუპა 2 და დაშავდა 152 ადამიანი.ავტოავარიების ხუთეულში შედის შეჯახება დაბრკოლებაზე – დაიღუპა 10 ადამიანი, 101 კი დაშავდა.ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ხშირად მონაწილეობენ მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ავარიების მხოლოდ 8% მოდის.ავარიების მიზეზებისაქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია მოხვევისას არასწორი მანევრი, მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა ან შემხვედრ ზოლზე გასვლა, ხოლო მესამე ადგილზეა ვტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა.ავარიის ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა სიჩქარის გადაჭარბება და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263684172_685:0:3298:1960_1920x0_80_0_0_d162883b129dba502a38352ba27fcec6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონი
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 112 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 1.360 ავარია მოხდა, რომელშიც 112 ადამიანი დაიღუპა და 1.736 დაშავდა.
ამასთან, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.
ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ლიდერობს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც 94 ავარიას ემსხვერპლა 15 ადამიანი, 137 კი დაშავდა.
ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 1.455 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 51 და დაშავდა 1.073 ადამიანი. მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება. ამ პერიოდში 440 მსგავსი შემთხვევის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 380 დაშავდა.
მესამე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით – 193 ავარიაში დაიღუპა 2 და დაშავდა 152 ადამიანი.
ავტოავარიების ხუთეულში შედის შეჯახება დაბრკოლებაზე – დაიღუპა 10 ადამიანი, 101 კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ხშირად მონაწილეობენ მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ავარიების მხოლოდ 8% მოდის.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია მოხვევისას არასწორი მანევრი, მეორე ადგილზეა გასწრების წესების დარღვევა ან შემხვედრ ზოლზე გასვლა, ხოლო მესამე ადგილზეა ვტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა.
ავარიის ხუთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა სიჩქარის გადაჭარბება და ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობა.