https://sputnik-georgia.com/20250525/saqartveloshi-6-ucxoeli-daakaves-293499085.html
საქართველოში უკანონოდ მყოფი ექვსი უცხოელი დააკავეს
საქართველოში უკანონოდ მყოფი ექვსი უცხოელი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულია ნიგერიის, ბანგლადეშის, ირანის, თურქეთის და რუსეთის მოქალაეები. მალე მათ სამშობლოში დააბრუნებენ. 25.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-25T12:37+0400
2025-05-25T12:37+0400
2025-05-25T12:37+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავცრელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დაკავებულია ნიგერიის, ბანგლადეშის, ირანის, თურქეთის და რუსეთის - ჯამში 6 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული პირები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. „დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში უკანონოდ მყოფი ექვსი უცხოელი დააკავეს
დაკავებულია ნიგერიის, ბანგლადეშის, ირანის, თურქეთის და რუსეთის მოქალაეები. მალე მათ სამშობლოში დააბრუნებენ.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავცრელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაკავებულია ნიგერიის, ბანგლადეშის, ირანის, თურქეთის და რუსეთის - ჯამში 6 მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
აღნიშნული პირები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.