რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerზონალურ-საათობრივი პარკინგი
ზონალურ-საათობრივი პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2025
გამოწერა
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, 2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანობაში 29,7 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1-ელი იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა ნახევარი მილიონი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 267,4 ათასი – თბილისში.
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ. საანგარიშო პერიოდში ამ ფასდაკლებით ისარგებლა 264,5 ათასმა მძღოლმა. ბიუჯეტში შევიდა 11,9 მლნ ლარი.
ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 8.334 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 5.905 - საერთო ხედვის, 2.429 კი ნომერის ამომცნობი კამერაა.
საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამასთან ადგილობრივი ავტომფლობელები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და უწყებას რეგისტრაციის მისამართზე. ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.
უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტოობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.
ყველა ახალი ამბავი
0