https://sputnik-georgia.com/20250525/ra-etapzea-batumshi-rustavelis-quchis-reabilitaia-293501142.html
რა ეტაპზეა ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია
რა ეტაპზეა ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. 25.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-25T16:55+0400
2025-05-25T16:55+0400
2025-05-25T16:55+0400
საქართველო
ბათუმი
აჭარა
აჭარის მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/0b/292079848_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_890f33fcd519ba8a0442a4ab72d08975.jpg
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ბათუმში რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.აჭარის დედაქალაქში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სარემონტო სამუშაოებისთვის ბათუმის მერიამ 22 მილიონი ლარი გამოყო. პროექტი დაყოფილია ორ ლოტად. უწყების ცნობით, რუსთაველის ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ქვაფენილი ასფალტის საფარით შეიცვალა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას.ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.პროექტის მეორე ეტაპზე განხორციელდება გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, რომელიც ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/0b/292079848_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_d2e11d759c15e85b728f1cb271c188ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ბათუმი , აჭარა , აჭარის მთავრობა , ახალი ამბები
რა ეტაპზეა ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია
ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ბათუმში რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის დედაქალაქში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სარემონტო სამუშაოებისთვის ბათუმის მერიამ 22 მილიონი ლარი გამოყო. პროექტი დაყოფილია ორ ლოტად.
უწყების ცნობით, რუსთაველის ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ქვაფენილი ასფალტის საფარით შეიცვალა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას.
ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.
პროექტის მეორე ეტაპზე განხორციელდება გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, რომელიც ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.