პოლიციამ ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა, ნათქვამის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 41 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 48 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0